00:50
2 ივლისი, 2022, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
მიხაილო პოდოლიაკი - მოლაპარაკებები ძალიან რთულია, რადგან ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია - მარიუპოლის ყველა დამცველი ძალიან სიმბოლურია და ეს ასეა რუსეთისთვისაც, ოღონდ ნეგატიური თვალსაზრისით
18-05-2022

მარიუპოლში „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნის დამცველების ევაკუაცია გრძელდება, მაგრამ ჯარისკაცების გათავისუფლების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები "ძალიან რთულია". ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ერთ-ერთ უკრაინულ რადიოსადგურს განუცხადა.

"მოლაპარაკებები ძალიან რთულია, რადგან ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია. ხედავთ, "აზოვსტალი", მარიუპოლი და "აზოვის" პოლკი - მარიუპოლის ყველა დამცველი ძალიან სიმბოლურია და ეს ასეა რუსეთისთვისაც, ოღონდ ნეგატიური თვალსაზრისით", - დასძინა პოდოლიაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა აზოვსტალის ევაკუაციის შესახებ მოლაპარაკებებში "გავლენიანი შუამავლები" ახსენა, თუმცა მათი ვინაობა არ დაასახელა.

პოდოლიაკმა პირობა დადო, რომ ოპერაციის დასრულების შემდეგ ისაუბრებს აღნიშნულ გავლენიან შუამავლებზე.

როგორც მედია წერს, 16 მაისიდან თითქმის ათასმა უკრაინელმა მებრძოლმა დატოვა აზოვსტალის ფოლადის ქარხანა, რომელიც ქალაქ მარიუპოლში უკრაინის ბოლო დასაყრდენია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინელი მებრძოლები კრემლის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

AutoPlay
დმიტრო კულება - რუსეთის ტერორისტული სახელმწიფო განაგრძობს ომს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ - მოვუწოდებ პარტნიორებს, რაც შეიძლება მალე მიაწოდონ უკრაინას თავდაცვის სისტემები
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
კელი დეგნანი ოხანაშვილი-წერეთლის დაპირისპირებაზე - ძალადობა არის მიუღებელი - იმედგაცრუებული დავრჩით, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა ჩვენი ღონისძიება, რომელიც არაჩვეულებრივი იყო და აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
კულტურის სამინისტრომ ანსამბლ „მართვეს“ საჩუქრად სასცენო სამოსი გადასცა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ოლენა ზელენსკა - უკრაინა გააკეთებს ყველაფერს, რომ რუსეთის დანაშაულებს არც ერთი გამართლება არ მოეძებნოს მსოფლიოში
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
აპირებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შეწყალებას
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ანა ბუჩუკური - ქართული ოცნების" წარმომადგენლებს მინდა რიტორიკული კითხვა დავუსვა - რა იქნებოდა ჩვენი გუნდის პროპორციული პასუხი იმ პირად შეურაცხყოფაზე, რასაც მასიურად აქვს ადგილი ჩვენი გუნდის და ლიდერის მიმართ
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები