უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით დაუსჯელი რუსული ბოროტება ყოველთვის იზრდება. მისი თქმით, არჩევნებში ჩარევა, პოლიტიკური მკვლელობები და ქიმიური იარაღი - ქალაქების დაბომბვად, მიგრაციულ კრიზისად და შიმშილობის საფრთხედ გარდაიქმნა.
პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ დროა ახლა მსოფლიომ აჩვენოს, რომ რუსეთის შანტაჟით დაიღალა.