ავტორიტეტული ფრანგული მედიის ინფორმაციით ფორმულა 1ის შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი პარიზის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გულსისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილებაში ღეროვანი უჯრედებით უმკურნალებენ. მკურნალობის კურსი მკაცრად გასაიდუმლოებულ ვითარებაში ჩატარდება. ამის გამო, განყოფილება მკაცრად კონტროლდბა, რათა იქ უცხო პირებმა შეღწევა ვერ შეძლონ.მკურნალობა პროფესორ ფილიპ მენაშეს მიერ შემუშავებული მეთოდით ტარდება, რომლითაც გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს მკურნალობენ. როგორც გამოცემას კლინიკას ერთ-ერთმა კლინიკის თანამშრომელმა განუცხადა შუმახერს ცნობიერება დაბრუნებული აქვს.