ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების ყველაზე ბოლო ვადად ამ კვირის ბოლოა დასახელებული- ამ განცხადებას მამა მიქაელ ბოტკოველი აკეთებს. მისი თქმით, საპატრიარქო აღარ აპირებს აღნიშნულ საკითხზე მოსკოვს მიმართოს. ცნობისთვის, საქართველოს პატრიარქმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით, დახმარების თხოვნით რუსეთის პატრიარქს მიმართა. კირილის საპასუხო წერილში კი ნათქვამია რომ ცხედარს წითელი ჯვრის თანადგომით, უმოკლეს ვადაში დააბრუნებენ.