საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი 16 ივლისს გარდაცვლილი მაღაროელების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. "მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა მინდელის მაღაროში მომხდარი ტრაგედიის გამო. აღვავლენთ ლოცვას, რათა მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა სავანესა მართალთასა დააწესოს ლაშა ფორჩხიძის, ბადრი ქარქაშაძის, მიხეილ გამეზარდაშვილის, მურმან ლილუაშვილის უკვდავი სულნი, ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიანიჭოს მშვიდობა და ჭირსა შინა მხნეობა", – ნათქვამია ილია მეორის სამძიმრის წერილში.