თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას აყალიბებს.როგორც მან "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, მოძრაობა უახლოეს მომავალში შეიქმნება. ელისაშვილის თქმით, მოძრაობა ამჟამად არსებული მოძრაობებისა თუ პარტიებისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება. ის მაქსიმალურად ეცდება შეცვალოს არსებული პოლიტიკური სისტემა, რაც "ქვეყანას ასუსტებს და ჭაობისკენ მიათრევს“.