მიღრმავდება ეჭვი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიწყო პატიმრების შეწყალებაზე ფულის კეთება,- ასე გამოეხმაურა "სამოქალაქო მოძრაობის" დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი, პრეზიდენტის მიერ დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებას. როგორც ელისაშვილმა პალიტრა ნიუსის გადაცემა საღამოს ნიუსრუმში განაცხადა, " შეწყალების კომისია 2019 წლის 1 იანვრის შემდეგ გაუქმებულია, კრიტერიუმები არ მოქმედებს, პრეზიდენტი არ ხსნის უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულების შეწყალების მოტივებს. აქედან გამომდინარე, ელისაშვილი არ გამორიცხავს შეწყალებასთან დაკავშირებით კორუფციულ ნიშნებს.