მიღებული 402 კანონი, 1231 დადგენილება და 68 პლენარული სხდომა - პარლამენტის თავმჯდომარე 2019 წელს სოციალურ ქსელში აფასებს - Palitra News

მიღებული 402 კანონი, 1231 დადგენილება და 68 პლენარული სხდომა - პარლამენტის თავმჯდომარე 2019 წელს სოციალურ ქსელში აფასებს

2019-12-31 10:18:34+04:00

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ სოციალურ ქსელში 2019 წელი შეაჯამა. შემაჯამებელ ვიდეო რგოლში პარლამენტის სპიკერი იმ მოვლენებზე საუბრობს რომელიც ქვეყნის და საპარალემნტო ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი იყო.

ახალი რეგლამენტის თანამად, პარლამენტმა 2019 წელს 13 ჯერ მოუსმინა მინისტრებს, ჩაატარა სამი თემატური მოკვლევა და 4 ინტერპელაცია. 2019 წელს ჩატარდა 68 პლენარული სხდომა, პარლამენტმა განიხილა და მიიღო 402 კანონი, 1241 დადგენილება და რატიფიცირება გაუკეთა 61 საერთაშორისო ხელშეკრულებას.