თანამედროვე შეხედულების თანახმად გაცილებით უკეთესია ბავშვს მისცეთ ფორთხვის საშუალება, ჭოჭინას პედიატრები ნაკლებად გვირჩევენ , მენჯ-ბარძაყის სახსრის განვითარებისათვის გაცილებით უკეთესია ხოხვა. თუ თქვენი არჩევანი მაინც ჭოჭინაზე შეაჩერეთ, მისი გამოყენება მხოლოდ მას შემდეგ შეგიძლიათ, რაც ბავშვი ისწავლის დამოუკიდებლად ჯდომას ანუ დაახლოებით 6-7 თვის ასაკიდან.