13:23
20 სექტემბერი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
Microsoft -ს TikTok-ის შესაძენად 30 მლრდ დოლარის გადახდა შეუძლია
07-08-2020

ამერიკული კომპანია Microsoft-ი აპირებს, რომ სოციალურ ქსელ TikTok-ის სრულად ან მისი ნაწილის შეძენასთან დაკაშირებით კონსულტაციები მომდევნო სამი კვირის განმავლობაში დაასრულოს. შეთანხმება შესაძლოა, 10-30 მილიარდი დოლარის ფარგლებში გაფორმდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC იუწყება.

მისი წყაროს ცნობით Microsoft-სა და ჩინურ კომპანია ByteDance-ს შორის შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის. Microsoft-მა კი ამერიკის ხელისუფლებას აუწყა, რომ მისი შეძენის შემთხვევაში სოციალური ქსელის მუშაობისთვის საჭირო სისტემებს შტატებში 1 წლის განმავლობაში გადმოიტანს.

ტელეკომპანიის ცნობით, კონსულტაციებში აშშ-ის ფინანსთა მინისტრი მონაწილეობს. მათივე ცნობით, ამ დრომდე უცნობია, საუბარი მიდის სოციალური ქსელის სრულად შესყიდვაზე თუ ნაწილობრივ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები