ამერიკული კორპორაცია Microsoft-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა და კომპანია LinkedIn-ის ხელმძღვანელმა განიხილეს დელტა შტამის გავლენა თანამშრომლების ოფისებში დაბრუნების პროცესზე.
Microsoft-ის საიტზე გავრცელებული პრეს-რელიზის მიხედვით, კომპანიამ გაურკვეველი ვადით გადადო თანამშრომლების ოფისებში სრულად დაბრუნება და ისინი მუშაობას კვლავ დისტანციურად გააგრძელებენ.
ამასთან, Microsoft-მა გამოაცხადა 30-დღიანი გარდამავალი პერიოდი, რომელიც თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, საკუთარი თავი ოფისებში მუშაობას მიაჩვიონ.
ცნობისთვის, Microsoft-ი თანამშრომლების სრულად ოფისებში დაბრუნებას 4 ოქტომბრიდან გეგმავდა.