Microsoft-მა სახის ამომცნობი სისტემის ბაზა წაშალა. შენახული მონაცემები 10 მილიონ სურათს აერთიანებდა. მონაცემთა ბაზა 2016 წელს გამოქვეყნდა. სისტემა 100 ათასი ცნობილი ადამიანის ონლაინ სურათებიდან შეიქმნა. გამოცემის ინფორმაციით, მონაცემთა ბაზას პოლიცია და სამხედრო ძალები სისტემის გამოსაცდელად იყენებდნენ.
სახის ამომცნობი სისტემის ბაზის წაშლა Microsoft-მა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ტექნოლოგიურ კომპანიებს ამომცნობი სისტემის რეგულირებისკენ მოუწოდეს.