სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, კორპორაცია Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ორშაბათს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე გამართული ვაჭრობის შედეგად გაიზარდა და 812 მილიარდ 930 მილიონიან ნიშნულს მიაღწია. შედეგად აჯობა Apple-ს, რომლის საბაზო კაპიტალიზაციამაც ამავე სესიის განმავლობაში 812 მილიარდ 600 მილიონ დოლარს მიაღწია.
სააგენტოს მონაცემებით Microsoft-ის აქციები 2,7%-ით გაიზარდა, მაშინ როცა Apple-ის აქციებზე ფასი 0,7%-ით შემცირდა. თუმცა, ამ ვარდნას მოკლევადიანი ხასიათი ჰქონდა, ვინაიდან მის აქციებზე ფასმა ზრდა განაახლა და ამ დროისთვის ერთი აქციის ფასი173დოლარი და 01 ცენტია.