IT-გიგანტის კომპანია Microsoft-ის სუფთა მოგება 2019 ფინანსური წლის პირველ ნახევარში, რომელიც 31 დეკემბერს დასრულდა, 29,5%-ით - 22 მილიარდ 327 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ფინანსურ ანგარიშში წერია, ამ საანგარიშო პერიოდის მანძილზე კომპანიის საერთო შემოსავლები 13,6%-ით 69 მილიარდ 961 მილიონ დოლარამდე არის გაზრდილი. რაც შეეხება განყოფილებებს, Intelligent Cloud-ის შემოსავლები ამ ხნის მანძილზე 27%-ით - 11 მილიარდ 864 მილიონ დოლარამდე; ხოლო Productivity and Business Processes -ის შემოსავლები 17%-ით, 11 მილიარდ 826 მილიონ დოლარამდე არის გაზრდილი.
იმის გამო, რომ კომპანიამ ყველა მიმართულებით პროგნოზირებულზე მაღალი ზრდა აჩვენა - მის აქციებზე ფასი 4%-ით გაიზარდა.