ამერიკული კორპორაცია Microsoft-ის 2020-2021 ფინანსური წლის შემოსავლები 18%-ით გაიზარდა და 168 მილიარდ 100 მილიონი დოლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ვებ-გვერდზე გავრცელდა.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში სუფთა მოგება 38%-ით 61 მილიარდ 300 მილიონი დოლარამდე გაიზარდა. ოპერაციულმა მოგებამ კი ამავე პერიოდში 32%-ით 69 მილიარდ 900 მილიონ დოლარამდე მოიმატა.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, კომპანიის ფინანსური მიღწევები დიდწილად განპირობებულია მისი მომსახურების სფეროს მიმართ ინტერესით, განსაკუთრებით კი ღრუბლოვანი ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების მიმართულებით.