Microsoft-ის კომპანიის წარმომადგენლები Windows 10-ის მომხმარებლებს ოპერაციული სისტემის სასწრაფოდ განახლებისკენ მოუწოდებენ. როგორც კომპანიაში აცხადებენ არსებობს პრობლემა, რომელიც კომპიუტერს აზიანებს, დაზიანებულმა კომპიუტერებმა კი შესაძლოა, მომხმარებლის გარეშე ვირუსების გავრცელება გამოიწვიოს. რისკების გადასაჭრელად და საჭირო ინფორმაციის გადმოსაწერად, კომპანია მომხმარებელს Microsoft Security Update Guide-ის გამოყენებას ურჩევს. როგორც ცნობილია, Windows 10-ის მომხმარებელთა კომპიუტერები, რომელთაც ავტომატური განახლების რეჟიმი აქვთ ჩართული, უკვე ავტომატურად დაცულია. Microsoft-ის წარმომადგენლების ცნობით, აღნიშნული პრობლემა Windows-ის სხვა სისტემებს არ ეხება.