ამერიკული Microsoft-ი, რომელმაც უკვე წელიწადზე მეტია მასთან დასაქმებული პერსონალი კორონავირუსის პანდემიის გამო დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადაიყვანა, თანამშრომლების ოფისში დაბრუნებისთვის ემზადება.
Microsoft-ის რედმონდში მდებარე სათავო ოფისი და მიმდებარე კამპუსები 29 მარტიდან მუშაობის ჰიბრიდულ სისტემას დანერგავენ, რა დროსაც თანამშრომლების ნაწილი ოფისიდან დაიწყებს მუშაობას, ნაწილი კი სახლიდან.
ამასთან, Microsoft-ი არ გეგმავს ოფისებში სრულად დააბრუნოს თანამშრომლები, ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით. როგორც კი პანდემია ჩაივლის და ის სერიოზული საფრთხე არ იქნება, კომპანია ფიქრობს, რომ თანამშრომლების გარკვეული ნაწილს ოფისიდან მუშაობის სურვილი მაინც არ ექნებათ და ისინი ნაწილობრივ დისტანციურზე დარჩებიან.
არადა, მანამდე კომპანიაში აცხადებდნენ, რომ ისინი სამომავლოდ ნებას მისცემდნენ თანამშრომლებს სურვილის შემთხვევაში რეგულარულად ემუშავათ სახლიდან, თუ ამის უფლება უშუალო ხელმძღვანელი გასცემდა.