ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის სამინისტრომ ამერიკულ კორპორაცია Microsoft-ს ლიცენზია მისცა, რომ ჩინურ კომპანია Huawei-ის პროგრამული უზრუნველყოფა მიჰყიდოს. ამის შესახებ Microsoft-ის წარმომადგენელმა სააგენტო „ბლუმბერგს“ განუცხადა.
მანამდე კი შტატების ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, დამატებით 90 დღით გაუხანგრძლივოს ლიცენზია Huawei-ს, რომელიც მას საშუალებას აძლევს რომ პროდუქცია ამერიკული კომპანიებისგან მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანების თანხმად, 17 მაისს ამერიკის ვაჭრობის სამინისტრომ Huawei შავ სიაში შეიყვანა, ამის შემდეგ კომპანიის მიმართ 20 მაისს დროებითი 90-დღიანი ლიცენზია ამოქმედდა, რომელიც 19 აგვისტოს, ასევე 90 დღით გახანგრძლივდა.