ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა მინისტრის საათის ფარგლებში იუსტიციის მინისტრი და მისი უწყება ჰააგის ტრიბუნალთან ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებაში დაადანაშაულა. არღიშნულს თეა წულუკიანმაც უპასუხა და სალომე სამადაშვილს მიმართა, რომ უკადრებელი იკადრა. ამასთან, იუსტიციის მინისტრის თქმით ჰააგასთან თანამშრომლობა სახელმწიფო ინტერესია და გამოძიება სწრაფი ტემპით მიდის.