უსაფრთხოების ძალებმა მიანმარში ქალაქ მანდალაიში 7 წლის გოგონა მოკლეს.
მედიასთან საუბარში გოგონას ოჯახმა განაცხადა, რომ ხინ მიო ჩიტს პოლიციამ მაშინ ესროლა, როდესაც მათ ოჯახში ჩხრეკას ახორციელებდნენ და პატარა მამისკენ გაიქცა.
ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ მომხდარს გამოეხმაურა. მათი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-ელი თებერვლიდან, მიანმარში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ქვეყანაში 20-ზე მეტი ბავშვია დაღუპული.
აქტივისტების ჯგუფი პოლიტპატიმრების დახმარების ასოციაცია აცხადებს, რომ მიანმარში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მინიმუმ 261 ადამიანია მოკლული.