მიანმარში მომხდარი სახელმწოფო გადატრიალების შემდეგ სამხედროებმა Facebook დაბლოკეს.
მედიის ინფორმაციით, სამხედროების მიერ სოციალური ქსელის დაბლოკვის მიზეზი ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევაა.
კომპანია Facebook მომხდარს ადასტურებს და მიანმარის სამხედრო მმართველობას წვდომის აღდგენისკენ მოუწოდებს. მიანმარში სამხედრო გადატრიალება რამდენიმე დღის წინ მოხდა.
არმიამ, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ქვეყნის არჩეული ლიდერი აუ სან სუ ჩი და ასობით კანონმდებელი დააკავა და ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.