მიანმარის ჩრდილოეთ ნაწილში, ჰპაკანტის შახტასთან მეწყერი ჩამოწვა, რასაც სულ მცირე 113 მაღაროს მუშა ემსხვერპლა.
BBC-ის ინფორმაციით, მეწყრის ჩამოწოლა რამდენიმე დღის განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექებმა განაპირობა. სამაშველო ჯგუფებმა მაღაროს ტერიტორიასთან ახლოს 113 მუშის ცხედარი იპოვეს. ისინი სამაშველო სამუშაობს ამ დრომდე აგრძელებენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მეწყრის ჩამოწოლის მომენტში მაღაროში ასობით მუშა იმყოფებოდა, რის გამოც მსხვერპლის რაოდენობა დიდი ალბათობით გაიზრდება.