მიანმარში დემონსტრაციის დროს თავის არეში მიყენებული მძიმე ჭრილობების შედეგად მინიმუმ 2 აქტივისტი გარდაიცვალა.
Reuters-ის მიხედვით, ორივე მამაკაცი ქალაქ მიითკინაში გამართულ აქციაში იღებდა მონაწილეობას. პოლიციამ მათი მისამართით ხმოვანი ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი გაფრთხილების გარეშე გაუშვა. ასევ დაფიქსირდა ცეცხსასროლი იარაღიდან სროლის შემთხვევებიც.
გამოცემის ცნობით, მიანმარში გაამრთული აქციების დროს პოლიციელთა ძალადობას სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით კი დაშავდა.
მიანმარში საპროტესტო აქციები თებერვლის დასაწყისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ არ წყდება. არმიამ, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ქვეყნის არჩეული ლიდერი აუ სან სუ ჩი დააკავა და ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.