მიანმარის სამხედრო საბჭომ ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომა დაბლოკა.
BBC-ის ინფორმაციით, სამხედრო გადატრიალების შემდეგ ეს სამხედრო მმართველობის მიერ ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვის უკვე მე-4 შემთხვევაა. იქამდე კი გარკვეული პერიოდით ქვეყანაში Facebook, Twitter და Instagram შეფერხებით მუშაობდა.
10 დღის წინ ქვეყნის დიდ ქალაქებში აქტივისტებმა პატრულირების ჯგუფები ჩამოაყალიბეს, რომლებიც პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების დაკავებების აღკვეთას ცდილობენ. მიანმარის სამხედრო საბჭო კი აცხადებს, რომ აქტივისტებს, რომლებიც პოლიციას წინააღმდეგობას გაუწევენ, 20-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
ამასთან, პირები, რომლებიც სამხედრო საბჭოს ლიდერბის მიმართ უპატვიცემულობასა და სიძულვილს გამოხატავენ, დაჯარიმდებიან.
მიანმარში სამხედრო გადატრიალება თებერვლის დასაწყისში მოხდა. არმიამ, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ქვეყნის არჩეული ლიდერი აუ სან სუ ჩი და ასობით კანონმდებელი დააკავა და ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.