12:34
27 ნოემბერი, 2021, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
მიანმარის სამხედრო გადატრიალების ლიდერი ASEAN-ის სამიტზე არ მიიწვიეს
16-10-2021

მიანმარის სამხედრო გადატრიალების მეთაური, გენერალი მინ აუნგ ჰლაინგი, რომელმაც მიმდინარე წლის აგვისტოში თავი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად გამოაცხადა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამიტზე არ მიიწვიეს. BBC-ის ინფორმაციით, ორგანზიაციამ გადაწყვიტა სამიტზე მიანმარიდან მთავარ წარმომადგენლად არა-პოლიტიკური პირი მიეწვია. გამოცემა წერს, რომ ეს ASEAN-ის მხრიდან საკმაოდ უჩვეულო გადაწყვეტილებაა, რადგან ორგანზიაცია, როგორც წესი, ცდილობს ქვეყნის შიდა საქმეებსა და პოლიტიკაში არ ჩაერიოს. ASEAN-ის ოფიციალური განმარტების მიხედვით, გენერალმა მინ აუნგ ჰლაინგმა ქვეყანაში გადატრიალება უკანონოდ განახორციელა. მიანმარში სამხედრო გადატრიალება 2021 წლის თებერვალში მოხდა. ქვეყნის არმიამ არჩევნების ოფიციალური შედეგები არ აღიარა და ხალხის მიერ არჩეული ლიდერი აუ სან სუ ჩი დააკავა და ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მას შემდეგ ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. პოლიციამ აქცია ძალის გამოყენებით არაერთხელ დაარბია. აქციებს სულ მცირე 400 ადამიანი ემსხვერპლა.

AutoPlay
ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს დაავადებათა გამოკვლევა ჩაუტარდათ
გამოქვეყნდა 1 წუთის წინ
კახა კუჭავას განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში დეპუტატები შეუფერხებლად შევლენ
გამოქვეყნდა 45 წუთის წინ
აშშ-ს საელჩოს პოზიცია შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებსაც - ანრი ოხანაშვილი
გამოქვეყნდა 48 წუთის წინ
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნდა 52 წუთის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4058 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 61 პაციენტი
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ევროპაში ე.წ. სამხრეთ აფრიკული ვარიანტით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები