მიანმარში სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. პოლიციამ წყლის ჭავლი მიანმარის დედაქალაქ ნაიფიიდოში გამოიყენა, სადაც ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ იანგონში სტუდენტებისა და სხვადასხვა დაწესებულების მუშების აქციებს ბერები და ექთნებიც შეუერთდნენ. ათასობით ადამიანმა მოაწყო საპროტესტო მსვლელობა ზღვისპირა ქალაქ დავეისა და კაჩინის შტატის დედაქალაქშიც, სადაც მიმიტინგეები შავ სამოსში იყვნენ გამოწყობილები.
მიანმარში სამხედრო გადატრიალება რამდენიმე დღის წინ მოხდა.