მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური შესაძლოა ერთ ლარამდე გაიზარდოს. მერიის სატრანსპორტო სამსახურს "თბილისის მიკროავტობუსმა" უკვე აცნობა, რომ კომპანია მომავალი წლიდან ტარიფის მატების საკითხს განიხილავს. თბილისის მიკროავტობუსი მგზავრობის საფასურის სავარაუდო გაზრდას ლარის კურსის გაუფასურებას უკავშირებს. კომპანიაში აცხადებენ რომ ოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით საფასურის გაზრდა გადაწყვეტილი არაა, თუმცა საკითხი განიხილება.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი კომპანიის პოზიციას არ იზიარებს. მერაბ ჯანიაშვილი მიიჩნევს, რომ ლარის კურსის გაუფასურება სამარშუტო ტაქსებით მგზავრობის გაძვირებასთან კავშირში არაა.