თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გამოვლინდა მიკროავტობუსის 24 მძღოლი, რომლებსაც პირბადის ტარების გარეშე გადაჰყავდათ მგზავრები. კალაძის განმარტებით, სანქციის სახით, 2 დღის განმავლობაში აღნიშნულ მძღოლებს მუშაობის უფლება არ ექნებათ.
ამასთანავე, კალაძის თქმით, მიკროავტობუსში - 224 მგზავრს, ავტობუსში კი 2088 მგზავრს ჰქონდა პირბადის გარეშე მგზავრობის მცდელობა. იმის გამო, რომ მგზავრმა პირბადის გაკეთებაზე უარი თქვა, ავტობუსი 116 შემთხვევაში არ დაიძრა, 21 შემთხვევაში კი პატრული გამოიძახეს.დედაქალაქის მერმა იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად იყენებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, კიდევ ერთხელ მოუწოდა და სთხოვა, რომ ატარონ პირბადე, რადგან მისი თქმით, პირბადე არის ყველზე ძლიერი დამცავი საშუალება იმისთვის, რომ არ დავინფიცირდეთ და არ დავაინფიციროთ სხვები.