სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" საქმის "მაგნოლიას" ეპიზოდზე სხდომა 24 ოქტომბრამდე გადაიდო. პროცესის გადადების მოთხოვნით სასამართლოს ბრალდებულმა გუკა რჩეულიშვილმა მიმართა. მისი განცხადებით, ამ დროისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს "ცენტრ პოინტის" აქტივების და ვალდებულებების გასხვისებაზე ზიანის ანაზღაურების კუთხით, ამიტომ პოზიციის ჩამოსაყალიბებლად გარკვეული დრო სჭირდება.