ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის მცხოვრები აცხადებს, რომ სოფელს მგლები შეესივნენ. ადგილობრივების თქმით სოფელში ორი მგელი გამოჩნდა. სამძებრო სამუშაოების ჩატარების შემდეგ ორივე მგელი მოკლეს. მოსახლეობა სპეციალურ ორგანოებს შესაბამის რეაგირებას თხოვს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სოფელ ურთაში მონადირეებმა უკვე 11 მგელი მოკლეს.