ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთას მცხოვრებლების ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მგლებმა ოცამდე პირუტყვი დაგლიჯეს. მოსახლეობა შიშობს, რომ მტაცებელი ცხოველი მათ საცხოვრებელ ეზოებშიც შევა. საფრთხის თავიდან ასაცილებლად ისინი დახმარებას და მგლების დახოცვისთვის შესაბამის ლიცენზიას ითხოვენ.