დეკანოზ გიორგი მამალაძეს გარკვეული პირები ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებს ალაპარაკებენ, - ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა. მან ამ პირების ვინაობის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. ქარჩავამ მამა გიორგი მამალაძეს მოუწოდა, შენდობა პირველ რიგში იმ ადამიანებს სთხოვოს, ვისაც, მისი აზრით, ცილი დასწამა და მათ შორის შორენა თეთრუაშვილსაც.