Cimon (საიმონი) ეს არის ინტერაქტიული, ჰაერში თავისუფლად მოლივლივე ობიექტი, რომელიც კოსმოსური მისიების დროს ასტრონავტებს ასისტენტობას გაუწევს. ის ეკიპაჟს დაეხმარება სხვადასხვა რთული დავალების შესრულებაში და სტრესთან გამკლავებაში. მაგალითად გრძელვადიანი მოგზაურობის დროს, ან 6-კაციენი ეკიპაჟით მარსზე გაფრენის დროს, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კოსმონავტებს,დიდი ალბათობით, ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება შეექმნათ და ვერ მოახერხონ დედამიწის სადგურთან დაკავშირება. რობოტის ფუნქციაა ეკიპაჟის წევრებს დაეხმაროს ასეთ მდგომარეობაში და გაანეიტრალოს სიტუაცია. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ეკიპაჟს მალე შეემატება ახალი წევრი, რომელიც დამზადებულია 3D პრინტერის მიერ. მისი შემქმნელები რობოტს „მფრინავ ტვინს“ უწოდებენ. რობოტი სახელად საიმონი ავიაციურ-კოსმოსურმა კომპანიამ Airbus-მა დაამზადა. როგორც ამბობენ, საიმონს აქვს ხელოვნური ინტელექტი და შეუძლია მიკროგრავიტაციაში ლივლივი. მას აქვს ეკრანი, რომელზეც მეგობრული სახე აქვს და სადაც სხვადასხვა გამოსახულებას აჩვენებს. გარდა ამისა, მას შეუძლია ადამიანებთან კომუნიკაცია, ლაპარაკი და ხმის გამოცემა. მას შეუძლია სხვადასხვა რთული დიაგნოსტიკური და ანალიტიკური დავლებების შესრულება, თუმცა მისი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მისი ტვინი ადამიანის ტვინივით მუშაობს და კოსმონავტები სურლფასოავნ კოლეგად აღიქვამენ მუშაობის პროცესსში.