"უბერის" მფრინავი ტაქსი 2023 წლიდან მელბურნში იფრენს. მფრინავი ტაქსის სერვისის გამოცდა 2020 წელს არის დაგეგმილი.კომერციული ფრენები კი 2023 წლიდან დაიწყება. როგორც კომპანიაში ამტკიცებენ, მფრინავი ტაქსით მელბურნის ცენტრიდან აეროპორტმადე მისვლა სულ რაღაც 10 წუთში იქნება შესაძლებელი. ჩვეულებრივი მანქანით იმავე მარშრუტით მგზავრობა ერთ საათზე მეტხანს გრძელდება.„უბერი“ მფრინავი ტაქსის სერვისის ამუშავებაზე ნასა-სთან (NASA) და აშშ-ის არმიასთან ერთად მუშაობს. გასლ წელს კომპანიის ლაბორატორია პარიზშიც გაიხსნა.