კომპანია LG-მ გამოუშვა პირველი დრონი სმარტფონი, რომელსაც შეუძლია ფრენა. მოდერნიზაციის ერაში ტექნოლოგიები განიცდიან ტრანფორმაციას და ახალ-ახალ ფუნქციებს ითავსებენ. სწორედ ეს არის კომპანიის მიზანიც, კიდევ უფრო მრავალფუნქციური გახადოს სმარტფონი, რომელიც ადამიანების განუყოფელი ატრიბუტი გახდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ მიერ გამოშვებული ტელეფონი არის 2 ერთში, რაც იმას გულისხმობს, რომ მობილურის გარდა ის არის მინი დრონიც. იდეის ავტორების თქმით, მომხმარებელს შეუძლია ისაუბროს ტელეფონზე და ამავდროულად სხვა საქმეც აკეთოს. მფრინავ სმარტფონს შეუძლია პირდაპირ რეჟიმში გადაღება, როცა თვქენ საუბრობთ, შესაბამისად თქვენ აღარ გჭირდებათ მისი ხელში დაჭერა. ის კომპორტულია ვიდეო საუბრების დროს და მოგყვებათ ყველგან სადც კი მიდიხართ. მას სეუძლია დამოუკიდებლად ჰაერში ლივლივი და 360 გრადუსით შეუძლია ჰაერში ბრუნვა და გადაღება. როგორც ამბობენ, LG U+ გამოსადგეია სხვადსხვა აქტივობების დროს. თქვენ შეგიძლიათ ის აქტიური სპორტის დროს გამოიყენოთ, რადგან სმარტფონი მუდამ გაგიწევთ კომპანიონობას ხმელეთზე თუ ჰაერში. ტელეფონი აღჭურვილია თვით დატენვის ფუნქციით.