ატენის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშრებით, ოჯახის ყოფილი მეზობელი აცხადებს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელმაც ერთ-ერთი ვერსიით, ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა, ოჯახის წევრებთან პრობლემები ჰქონდა. ამასთან, ფანგანის განცხადებით, მამაკაცს, რომელმაც სავარაუდოდ, დედის და დის მკვლელობის შემდეგ, თავი მოიკლა, რამდენიმე წლის წინ თავის მძიმე ტრამვა ჰქონდა მიღებული და შესაძლოა, ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონოდა. შეგახსენებთ, რომ 17 ნოემბერს ატენის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილია სამი ადამინი. ამ ეტაპზე ორი დაუდასტურებელი ვერსია არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით, ატენის ქუჩაზე სამივე ადამიანი სავარაუდოდ, სხვა პირმა მოკლა. ასევე არსებობს ვერსია, რომ ლონდონიდან ახლახან დაბრუნებულმა ახალგაზრდა მამაკაცმა ჯერ ოჯახის ორი წევრი - დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.