3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მეზობლების განცხადებით, დაკავებულს გარკვეული ფსიქიკური პრობლემები აქვს და რამდენჯერმე ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იწვა.
როგორც რამდენიმე მეზობელმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსს" განუცხადა, ქალს მკურნალობა სჭირდებოდა, თუმცა ის არ მკურნალობდა. ამასთან მეზობლები ამბობენ, რომ დაკავებული აგრესულობით აქამდე არ გამოირჩეოდა.
პოლიციამ პეკინის ქუჩაზე მცირეწლოვნის დაჭრაში ბრალდებული ქალი ცხელ კვალზე დააკავა. 1968 წელს დაბადებული ქალი სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.