ბათუმში მეზღვაურთა დღე აღინიშნება. ამ წუთებში ნავსადგურის მე-10 ნავმისადგომზე საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.საზღვაო აკედემიის სტუდენტებთან ერთად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და სხვა ოფიციალური პირები იმყოფებიან. ისინი სიტყვით გამოსვლისას სტუდენტებს მეზღვაურის პროფესიის მნიშვნელობაზე და ქართველი მეზღვაურების მიერ მიღწეული წარმატებების შესახებ ესაუბრნენ.მანამდე სტუდენტებმა აბაშიძის ქუჩაზე საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს. ამ დღესთან დაკავშირებით ბათუმში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.მეზღვაურთა დღე საქართველოში 7 წელია აღნიშნება.