03:05
21 ოქტომბერი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
მევენახეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 3 აპრილამდე გაგრძელდება
23-03-2017

მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე 3 აპრილამდე გაგრძელდება. პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივს 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა, ხოლო კოოპერატივმა საწარმოს შენობა-ნაგებობის მოწყობა უნდა უზრუნველყოს. მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის დადგენილი პირობებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მეპაიეს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს და მის მეპაიეებს საკუთრებაში უნდა გააჩნდეთ არანაკლებ 20ჰექტარი ფართობი ვენახი.

მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა საპილოტეა და მის ფარგლებში არანაკლებ 3 ერთეული საწარმოსთვის საჭირო აღჭურვილობა გაიცემა. პროგრამის ბიუჯეტი 1 მილიონ ლარს შეადგენს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები