2016 წელს იპოთეკით უზრუნველყოფილი რეალიზებული უძრავი ქონება წინა წელთან შედარებით 25,5 %-ით გაიზარდა და 1769 შეადგინა. იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც ვალის გადაუხდელობის გამო, უძრავი ქონება დაკარგეს, წლიდან წლამდე მატულობს. არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების კვლევის თანახმად, დასაკუთრებული უძრავი ქონების ყველაზე დიდი წილი ე. წ. მევახშეებზე მოდის. ორგანიზაციის ეკონომიკური მკვლევარი აღნიშნავს რომ, კერძო მევახშეების სექტორი საქართველოში ლეგიტიმურია, თუმცა ფაქტობრივად დაურეგულირებელი. ეკონომიკური სამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი აღნიშნავს, რომ აუცილებელია ბაზრის რეგულირება. მისი განმარტებით კერძო მევახშეებთან დაკავშირებით საქართველოში უხეში სქემა მოქმედებს, რაც უამრავ ადამიანს აზარალებს. ჩარგეიშვილი მიიჩნევს, რომ საკითხის ძირეული შესწავლა უნდა მოხდეს.