17:55
1 ივლისი, 2022, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
22-05-2022

მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებულ 38 წლის მამაკაცს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ბრალდებულს გამოძიება ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავება. რაც 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს  კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ბრალდებულის ადვოკატის  განცხადებით, მამაკაცი ფაქტებს ვერ იხსენებს, გაოგნებულია მომხდარით თუმცა, ფაქტს არ უარყოფს.  მისივე ინფორმაციით, მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ამიტომ მიზანშეწონილია ექსპერტიზის ჩატარება. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ახალგაზრდა ქალი ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 21 მაისს,  საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.

 

AutoPlay
ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" ოფისში განცხადებას აკეთებს
გამოქვეყნდა 37 წუთის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9077 ლარი გახდა
გამოქვეყნდა 47 წუთის წინ
თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ დაწყებული კამპანიის "შენი სიცოცხლე შენს ხელშია" ფარგლებში ლისის ტბის ტერიტორიაზე "ვარდისფერი მარათონი" გაიმართა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Flyadeal-მა დაიწყო
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან ავტობანზე კლდე ჩამოიშალა, ჩამოშლილი ლოდები ტრაილერებს დაეცა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
უკრაინას ახლა აქვს "ძალიან მკაფიო ევროპული პერსპექტივა" - ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები