ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ჯაბაური წერს ცოტნეს მდგომარეობა დღითი დღე უმჯობესდება.
მეუღლის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას კარგად ესმის და ასევე კარგად ასრულებს მარტივ მოქმედებებს, ცდილობს ემოციების გამოხატვას.
"იმედით ვუყურებთ მომავალს" - წერს ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.