სინოდის წევრები საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას დეკანოზ გიორგი მამალაძის არ შეწყალებასთან დაკავშირებით აფასებენ. როგორც სინოდის წევრებმა განაცხადეს მათ მიიღეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება იმის თაობაზე რომ სინოდს მიემართა შუამდგომლობით პრეზიდენტისთვის გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე.
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანეს აზრით პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ შეცდომაში შეიყვანეს, როდესაც ისარგებლა თავისი უფლებით და შეიწყალა რამდენიმე პირი, რასაც საზოგადოების გარკვეული უკმაყოფილება მოჰყვა, ამიტომ ახლა პრეზიდენტი ფრთხილობს.
რაც შეეხება ბოდბელ ეპისკოპოსს მეუფე იაკობს მისი თქმით დეკანოზი გიორგი მამალაძე ოდნავ მართალი რომ ყოფილიყო ის და თავად პატრიარქიც გვერდით დაუდგებოდა.