წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი მეუფე ზოსიმე შიოშვილი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა ბრალდებები ტყუილია და და წაყენებულ ბრალდებებს ანტიეკლესიურს უწოდებს. მიტროპოლიტმა ასევე წლების წინ სემინარიაში განვითარებული მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა რომ სტუდენტების გარკვეულ ნაწილს მან თავიდანვე შეატყო, რომ „სხვა სულით გამოირჩეოდნენ“. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში მოღვაწე მღვდელმა, მამა გიორგი სხილაძემ „ფეისბუქში“ 1988 წელს მომხდარ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ დაწერა. მაშინ მეუფე ზოსიმე სასულიერო სემინარიის რექტორი იყო.