საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მეუფე შიომ საქართველოს ამაღლების დღესასწაული მიულოცა. მან მრევლს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევა გადასცა. მისი თქმით, ამაღლების დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ ცხოვრებაში, რადგან დღევანდელი იდეოლოგია, მაინც მიწიური ცხოვრებისკენ მიგვიზიდავს.