სამწუხაროა, რომ მასმედიაში და სოციალურ ქსელებში ვეხებით დიდ უსიყვარულობას, მოუფრთხილებლობას, სისასტიკეს, დაუსაბუთებელ ბრალდებებს, უხეშობას, უცენზურობას, გინებას, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.მისი თქმით, არა რიტუალები, არამედ დიდი სიყვარული, ღრმა სარწმუნოება და სიმდაბლე, საკუთარი უღირსების შეგრძნება არის საწინდარი იმისა, რომ ღმერთმა ჩვენი თხოვნა შეგვისრულოს.