ადამიანი ბავშვობიდანვე უნდა ზრუნავდეს თავის სულიერ წინადაცვეთაზე, როგორც ცოდვების მოკვეთაზე, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.მეუფე შიომ მრევლს მიულოცა დღევანდელი დღე, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია დღეს აღნიშნავს „წინადაცვეთას უფლისა ისეო ქრისტესი“.