მეუფე პეტრე დღეს მამა გიორგი მამალაძესთან საპატიმროში არ შეუშვეს, - ამის შესახებ ბრალდებული დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა PalitraNews-ის გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წმინდა სინოდის წევრები ძალიან ხშირად დადიან საპატიმროებში მსჯავრდებულებთან. დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით კი, რომელსაც ჯერ ბრალი დადასტურებული არ აქვს, რატომღაც მოქმედებს ეს აკრძალვა.