მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიას, დღეს დატოვებს. მისი თქმით, თუ სინოდის სხდომა გაიმართება და მიიწვევენ, ის დაესწრება, თუმცა მოითხოვს პირდაპირ ეთერს საპატრიარქოს არხ "ერთსულოვნებაზე". როგორც მან აღნიშნა, წმინდა სინოდს არ უნდა ჰქონდეს საიდუმლო, რადგან მღვდელმთავრები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ და სიცრუის ტირაჟირებით არიან დაკავებულები. მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი კრიზისიდან გამოსვლისა არის სინოდის სხდომების გამჭვირვალობა.