ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, სასულიერო პირები თანდათან სწავლობენ რთულ ვითარებაში როგორ მოიქცნენ ისე, რომ არც მრწამსს უღალატონ და არც წესრიგი დაარღვიონ.როგორც მიტროპოლიტი ნიკოლოზი განმარტავს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ხელისუფლების მიერ დადგენილ წესებს ისინი დაიცავენ. მისივე განცხადებით, ხატებზე მრევლს აღარ ამთხვევენ, მათ მოძღვრები პირჯვარს გადასახავენ და ნაკურთხ წყალს ასხურებენ.
მან სააღდგომო მსახურებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები დიდი ხუთშაბათის შემდეგ იქნება ცნობილი, მანამდე კი ის იმედს იტოვებს, რომ ეპიდემიის შეკავება მოხდება.მეუფე ნიკოლოზმა ასევე აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, სინოდი ჯერ არ შეიკრიბება. მისი თქმით, მღვდელმთავრებს ინტენსიური კომუნიკაციაა აქვთ და აქედან გამომდინარე სააღდგომო მსახურებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სინოდის შეკრება არ სჭირდება.